სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდი“ ცნობილია
07-12-2023
-
+


2023 წლის „ეტალონის“ გუნდური ფორმატის საფინალო ღონისძიება ჩხოროწყუში გაიმართა. კირცხის N1 საჯარო სკოლაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის 85 მოსწავლე შეიკრიბა. მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს კაპიტნების ხელმძღვანელობით ცოდნასა და ერუდიციაში ეჯიბრებოდნენ. 

მოსწავლეების გასამხნევებლად სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ. საყოველთაო მხარდაჭერა და მხურვალე ოვაციები ფონად გასდევდა მთელ ღონისძიებას. 



ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსის მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა ჯანო პერტაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ, ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ტყებუჩავამ.
    

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდა: 

პირველი ადგილი 69 ქულით 279 წამში მოიპოვა ახუთის N1 საჯარო სკოლამ. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ გამსახურდია, შემადგენლობაში კი შედიოდნენ მოსწავლეები: ანასტასია ჩიტაია VI კლასი, ალექსანდრე გერსამია VI კლასი, ანდრია ლაგვილავა VI კლასი, თათია ჯალაღონია VII კლასი. 

მეორე ადგილი 67 ქულით 284 წამში მოიპოვა მუხურის საჯარო სკოლის გუნდმა მე-7 კლასელი ნინო შოგირაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში კი შედიოდნენ მოსწავლეები: ნინო გულუა VII კლასი, რაფიელ ლაგვილავა VII კლასი, ლიზი ლაცუზბაია VII კლასი და ნინო თოლორდავა VII კლასი. 

მესამე ადგილზე მე-7 კლასელი ბექა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით გავიდა ხაბუმეს N1 საჯარო სკოლის გუნდი 64 ქულით, რომლის მოპოვებისთვისაც 256 წამი დასჭირდათ. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცოტნე ძერია VI კლასი, ილია შენგელია VII კლასი, იკა შენგელია VII კლასი, ნატა გულორდავა VII კლასი. 


ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე



ასევე იხილეთ:

ჩხოროწყუში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება