სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ჩხოროწყუში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
06-12-2023
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის ღონისძიებები 2023 წელთან ერთად დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული ფორმატით ამჯერად „ეტალონის“ გუნდი ჩხოროწყუს ესტუმრა, სადაც ღონისძიებას კირცხის N1 საჯარო სკოლა მასპინძლობს. 

ჩხოროწყუს „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 85 მოსწავლე ეჯიბრება. თითოეული გუნდი 5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებენ და გულშემატკივრობენ.



კონკურსის მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა ჯანო პერტაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ, ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ტყებუჩავამ.



მოსწავლეებისთვის დამსწრე საზოგადოების გულშემატკივრობა და ემოციები წარმატების მიღწევის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ქმნის: გულმხურვალე ტაში და პოზიტიური განწყობა კი ყველასათვის გადამდები აღმოჩნდა. დღეს მთელი ჩხოროწყუ ერთ დიდ ოჯახად შეკრული ელის გამარჯვებული გუნდის გამოვლენას. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება