| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა, გეოგრაფიის მასწავლებელ ლარისა სეხლიანთან ერთად მე-8 კლასში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „მოგზაურობა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოგზაურობასთან დაკავშირებული ლექსიკასა და ენობრივი ერთეულების სწორად შესწავლა, გამოყენება და რუკაზე ღირსშესანიშნავი ადგილების ადგილმდებარეობის პოვნა.
მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა მოსწავლეებს ცნობილ მოგზაურებზე მოსასმენი ტექსტი შესთავაზა.
ტექსტის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ადგილების შესახებ სადაც იმოგზაურებდნენ.
ამის შემდეგ დახატეს ნახატები, ამ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს და შექმნეს პლაკატი.
ჩაატარეს პერეზენტაცია კარგად და უშეცდომოდ. გეოგრაფიის მასწავლებელი კი მათ თავის მხრივ დაეხმარა ამ ადგილების რუკაზე მოძებნაში და ცოდნის გაღრმავების მიზნით, დამატებითი ინფორმაციაც შესთავაზა.
„ძალიან სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი იყო“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას