| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის და კეხიჯვარის საჯარო სკოლებში, დიდი ყურადღება ეთმობა სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურისა და მეგობრულ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
სწორედ ამ მიზნით, ორივე სკოლა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ლიდერი და მეგობარი სკოლების შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას კეხიჯვარის საჯარო სკოლამ უმასპინძლა და მას, პირველად ესწრებოდა მოხისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარე, VII კლასის მოსწავლე გიორგი ელიაშვილი.
შეხვედრაზე, გიორგი მეგობარი სკოლების საინტერესო გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარე - ცირა ღვალაძე.
შეხვედრის ბოლოს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტი, რომელიც ისევ თანამშრომლობით ურთიერთობას დაეყრდნობა.
სკოლებში, წარმატებებს უსურვებენ მოსწავლეებს და მათ საინტერესო საქმიანობას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ