სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

მარნეულის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
23-10-2023
-
+


20 ოქტომბერს, მარნეულში, ჯანდარის საჯარო სკოლაში „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა. პირველობისთვის ერთმანეთს 41 გუნდი და 205 მოსწავლე ეჯიბრებოდა.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მონაწილეებს ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ.    

მარნეულის „გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩემპიონატში თითო სკოლის 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებული ერთი გუნდი მონაწილეობდა. 

„ეტალონის“ განახლებული, გუნდური ფორმატის ღონისძიება განსაკუთრებით მიმზიდველი, სახალისო და აზარტული აღმოჩნდა  მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებოდნენ და ცდილობდნენ უპირატესობა სხვადასხვა სტრატეგიით მოეპოვებინათ. გუნდების ნაწილი სისწრაფეზე იყო ორიენტირებული, ნაწილი კი დროს მაქსიმალურად იყენებდა და ისე ცდილობდა სწორი პასუხის მოპოვებას. თითოეული სწორი პასუხის გამოცხადება კი გულმხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით ხდებოდა და ამ დროს მნიშვნელობა, რომელმა გუნდმა გასცა სწორი პასუხი, რადგან ყველა ერთმანეთის წარმატებით ხარობდა და ამაყობდა. მოსწავლეთა ემოციების გათავლისწინებით კი თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდური ჩემიპონატის დღე დიდხანს დაამხსოვრდება ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს. 

 


20 კითხვის შედეგებით მარნეიულის სამეული გუნდიც გამოვლინდა: 
 
პირველი ადგილი 95 ქულით მოიპოვა თამარისის N1 საჯარო სკოლის გუნდმა, რომელის კაპიტანიც მე-7კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კარაპეტიანი იყო. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: გიორგი საყევარაშვილი მე-7 კლასი, ანამარია პატაშური მე-7 კლასი, ცოტნე გოგინავა მე-6 კლასი, ბარბარა ბერძენიშვილი მე-6 კლასი. აღსანიშნავია, რომ თამარისის N1 სკოლის გუნდმა 95 ქულის მოგროვება უმცირეს დროში - 97,21 წამში შეძლეს.

მეორე ადგილი 90 ქულით მოიპოვა საიმერლოს საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც მე-7 კლასის მოსწავლე ბექა ბოჭოიძე ხელმძღვანელობდა. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: მარია ქიმაძე მე-7 კლასი, თენგიზ ბოჭოიძე მე-7 კლასი, სოსო კალანდაძე მე-6 კლასი, ლუკა შუბითიძე მე-6 კლასი.

 

მესამე ადგილზე კი 87 ქულით მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, რომლის კაპიტანიც მე-7 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ტატუშვილი იყო. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: თერნარე ასკენოვა მე-7 კლასი, ლიზი ლევანიძე მე-7 კლასი, ცოტნე გურგენიშვილი მე-7 კლასი და ერეკლე ბახტურიძე  მე-7 კლასი. 

ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება