სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების“ - აფხაზეთის N2 სკოლის მასწავლებელი ირინე ჯოლოგუა
20-10-2023
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი ირინე ჯოლოგუა პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის მოტივაციის გაზრდა, სწორედ ამიტომ, ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს. მოსწავლეებს ყოველთვის ეუბნება, რომ სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ირინე ჯოლოგუა პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მე ვარ ოპტიმისტი ადამიანი, ამიტომაც მაქვს მოლოდინი, რომ გვექნება, მშვიდი, უსაფრთხო გარემო მოსწავლეებისთვის, სწავლების პროცესი კი იქნება საინტერესო, ინოვაციური და ხარისხიანი.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თითოეული მოსწავლის მიღწევა, მასწავლებლის წარმატებაა.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ უყვართ. გაკვეთილები უნდა იყოს მრავალფეროვანი, დატვირთული საინტერესო აქტივობებით, სადაც ჩართული იქნება ყველა მოსწავლე.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მთავარია სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- სკოლა გახდებოდა ჩემი ცხოვრების კრედო. მიყვარს ჩემი მოსწავლეები, ჩემი სკოლა. 

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- არ შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს, ვიყოთ მუდამ ძიებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება