სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლისთვის წარმატება მოსწავლისთვის სწავლის სიყვარულის გაღვივებაა“ - თინათინ ჟიჟიაშვილი, ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგი
17-10-2023
-
+


„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, მასწავლებელი ვითარდებოდეს მუდმივად“ - ფრაზა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგ - თინათინ ჟიჟიაშვილს, არ აძლევს მოდუნების საშუალებას და მუდამ წინსვლისკენ უბიძგებს. როგორც თავად ამბობს მისთვის მოსწავლეების მხარდაჭერა უმთავრესია, მაშინაც კი, თუ ისინი ცდებიან, სწორედ ამიტომ, ის ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. 

Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თინათინ ჟიჟიაშვილთან.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის. ასევე პირადი ურთიერთობის დამყარების, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- თუ მოსწავლეებს გაუღვივებს სწავლის სიყვარულსა და დაეხმარება ბავშვებს, ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელი უნარების აღმოჩენაში და განუვითარებს ცვლილებების მიმართ ადაპტაციის უნარს.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- მასწავლებელი იყოს დაინტერესებული მათი წარმატებით, გაკვეთილზე მოტივაციის ამაღლებით, იყოს მათი მხარდამჭერი არასწორი პასუხების დროს, გახადოს სწავლა სახალისო მრავალფეროვანი აქტივობებით, დაეხმაროს ბავშვს იპოვოს სწავლის სტილი, ინტერესების აღმოჩენაში და იყოს სამართლიანი.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- იყვნენ მიზანდასახულები, აზრიანად გამოიყენონ პრაქტიკაში მოსწავლეების წლები და ათვისებული თეორიული მასალა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- მოხდეს სახელმძღვანელოების შინაარსობრივად ცვლილება, რაც უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი...

- ვერ წარმოვიდგენდი, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს ასეთი ხელმისაწვდომი იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (კომპიუტერი, პროექტორი და სხვა).

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- მასწავლებელი ვითარდებოდეს მუდმივად (ტრენინგები, კონფერენციები, მასწავლებელთა ურთიერთ გამოცდილების გაზიარებით), სწავლის ახალი მეთოდებისა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით,ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობისა და ათვისების არ ეშინოდეს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება