| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოლოგიაზე ზრუნვით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი „ფესვები“, რომლის წევრებიც უფრთხილდებიან გარემოს და სხვებსაც ამავეს მოუწოდებენ.
დღეს, სკოლაში ეკოკლუბელთა წარმატებას აღნიშნავენ. „ფესვები“ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია -2023-ის ფინალშია.
ეკოკლუბ „ფესვების“ 2022-2023 სასწავლო წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციით ჟიურის წინაშე ეკოკლუბელი ნინო არდია და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მზია ქარდავა წარდგნენ. მათი საქმიანობა კი დამსახურებულად აღინიშნა.
სკოლაში ეკოკლუბის წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ეკოკლუბელებს ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ