| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო და ორიგინალური აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებს, ფურცლებზე, ლექსიდან ამონარიდები (სტროფები) თანმიმდევრულად უნდა დაელაგებინათ. ისინი ჯგუფებად იყნენ დაყოფილნი და დავალებები დიდი მონდომებით შეასრულეს.
აქტივობაში ყველანი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მეცხრეკლასელებმა ცოდნა წარმოაჩინეს, გახალისდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივბები მოსწავლეებს სწრაფ აზროვნებაში ეხმარება და მათ საჭირო უნარებს უვითარებს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ