| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა.
სკოლაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით და სპეციალური მასწავლებლის ნათია დობორჯგინიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, წიგნიერების პოპულარიზაციისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის მოეწყო თავისუფალი სივრცე.
ახლახანს კი, სტუმართან პაატა ურუშაძესთან, სკოლის დირექციასა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან VIII, XI და XII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრის თემა იყო - „წიგნის თარო”...
შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა.
„ბავშვებმა ისაუბრეს, დასვეს კითხვები და საინტერესო, მშვიდ, წიგნიერ სამყაროში გვამოგზაურეს, მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს, სტუმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრების პატარა მონაკვეთი გაგვიზიარა, წიგნიერების სამყაროში“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ