სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვეტერანი სპორტსმენის მელანია დოლიძის ბალახის ჰოკეის გუნდი საქართველოს ვიცე ჩემპიონია
10-10-2023
-
+


ვეტერანი სპორტსმენი - მელანია დოლიძე, თავის აღსაზრდელებთან ერთად, მუდამ წინ, წარმატებისა და განვითარებისკენ მიისწრაფის, მისი თავდაუზოგავი შრომა კი ყოველთვის დებს შედეგს. 

ამჯერად, მწვრთნელის გუნდი, ბალახის ჰოკეის, საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა. როგორც პედაგოგი გვიყვება, ეს არის მათი მონდომებისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. 

აღსანიშნავია, რომ გუნდმა ერთი დასკვნითი მატჩი წაგებით, ანგარიშით - 1:3, ხოლო მეორე მატჩი მოგებით, ანგარიშით - 7:0, დაასრულა. 

ხოლო საბოლოოდ, ოთხი ტურის ჯამურმა ქულამ, გუნდს საქართველოს ვიცე ჩემპიონობა მოუტანა. 

პედაგოგი ამაყობს მოსწავლეთა შედეგით, აღსაზრდელებს მადლობას უხდის შრომისა და შემართებისთვის. 

„ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენით! ეს ის მომენტია, როცა მუხლჩაუხრელი შრომა, მიუხედავად უამრავი წინაღობისა და სიძნელისა, შედეგს გვაძლევს. ის ფაქტი, რომ სულ რაღაც ერთ წელს ითვლის ჩემი გუნდი და დღეს უკვე საქართველოს ვიცე ჩემპიონია, მართლაც საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ შრომა ფასდება!“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

მწვრთნელი, ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც იოტისოდენა წვლილი შეიტანა, ჩვენი განვითარებისა და წინსვლის საქმეში, პირველ რიგში ჩემს მეუღლეს, რადგან ჩემთან ერთად მუხლჩაუხრელი შრომობდა და ყველა პრობლემის მოგვარებაში მეხმარებოდა. ასევე ბათუმის სპორტული ცენტრს, აჭარის ჰოკეის ფედერაციას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰოკეის ფედერაციას. ყველაზე მეტად კი, მადლობა ჩემს ბავშვებს! რომ არა თქვენი თავდადება და მონდომება ჩვენ ვერაფერი გამოგვივიდოდა, ასევე პატივისცემის ღირსია მშობლებიც! მადლობა მათ გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავს მწვრთნელი - მელანია დოლიძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება