სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

„მოსწავლეებს ეს პროექტი თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება“  - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული სამღერეთის სკოლაა
09-10-2023
-
+


მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და სხარტი აზროვნების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი, ამჯერად, განახლებული ფორმატით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს ღირსეულად დაუპირისპირდნენ. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს - სკოლაში ნამდვილი „ცოდნის ზეიმი“ იყო.

ღონისძიებას ბოგვის საჯარო სკოლა მასპინძლობდა. კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ცოდნასა და საზრიანობაში შეეჯიბრნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლები კონკურსზე 5-მოსწავლიანი გუნდებით იყვნენ წარმოდგენილები. 

პირველი ადგილი სამღერეთის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ მოსწავლეები: კაპიტანი - საბა შავაძე VI კლასი, გუგა შავაძე - VI კლასი, ანასტასია შავაძე - VI კლასი, მეგი აბულაძე - VII კლასი, ბექა აბულაძე - VII კლასი. მეორე ადგილზე კოდის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე - ასურეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მერიამ პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრები დაუწესა: პროექტის გამარჯვებულ გუნდს თეთრიწყაროს მერია 1000-ს ლარს გადასცემს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ექსკურსიას დაუფინანსებს. ექსკურსიის ადგილი კი მოსწავლეთა სურვილის მიხედვით განისაზღვრება.  


               

ჩემპიონატს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ვაჟა სულხანიშვილი და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ზურა აზარიაშვილი. რესურსცენტრის უფროსმა Etaloni.ge-სთან  „ეტალონის“ პროექტების მნიშვნელობა აღნიშნა და ღონისძიების მიმდინარეობის პროცესის შესახებ ისაუბრა:

„ეტალონის“ განახლებული ფორმატი ძალიან მომეწონა - გადახალისდა. გუნდურად რომ ჩატარდა ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მასწავლებლებიც... მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერმა მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩაიარა. ზოგადად, „ეტალონის“ მიმართ მოსწავლეები დადებითად არიან განწყობილნი. ისინი ძალიან მონდომებულები არიან და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან“, - გვიყვება თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ზურა აზარიაშვილი.

ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება და გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარულს გვიზიარებს სკოლის დირექტორი - იამზე მელაძეც:

„გამარჯვების მოლოდინი გვქონდა. შეჯიბრში ისეთი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობდა, რომ სხვაგვარად ვერც წარმოვიდგენდით. ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. კითხვებთან მიმართებით, ჩვენ გამოვიყენეთ სტრატეგია და წინა წლების გამოცდილება - თავშეკავების პრინციპი. ბავშვებთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მეთოდით უნდა გაეცათ კითხვებზე პასუხი. ვფიქრობ, ეს გამოგვადგა. გასულ წლებში გვქონდა ამის გამოცდილება - ერთმა მოსწავლემ დაბალი ქულები მიიღო, რადგან არ გამოიყენა თავშეკავების მეთოდი და ქულები დააკლდა.                                                           

გამარჯვება მთელი სკოლისთვის იყო მოტივაციის მიმცემი. ეს იყო მათთვის პირველი მასშტაბური წარმატება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ გუნდს. ჩვენ მრავალი წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ, დისტანციურ კონკურსშიც მუდმივად ვმონაწილეობთ. მოსწავლეებს ეს პროექტი უამრავ შესაძლებლობას აძლევს -  მათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. მოტივაციის მიმცემია ასევე იმ მხრივ რომ, მერიის მხრიდან დაწესებულია ჯილდო, ეს ბავშვებისთვის წამახალისებელი ფაქტორია. მეტ ინტერესს აღვივებს მოსწავლეებში.“

                                                                                

etaloni-ge-ს ასევე ესაუბრა „ეტალონის“ პედაგოგი გურამ შავაძე, რომელიც ბავშვებს კონკურსისთვის ამზადებდა. 

„ნამდვილად გვიხარია, რომ ეს პროექტი გაგრძელდა. წლების წინ ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობდა „ეტალონის“ ჩემპიონატში, 2-ჯერ გაიმარჯვეს. განახლებულ ფორმატს რაც შეეხება ძალიან მომწონს, რადგან გამარტივებულია პასუხების დაფიქსირება - პირდაპირ შეუძლიათ „დააწკაპონ“ და სწორი პასუხი გასცენ. მომზადების პროცესს რაც შეეხება, რეგისტრაციის პროცესს მე ვხელმძღვანელობდი. სკოლაში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ შეხვედრაზე ინსტრუქციის მიხედვით წესები გავაცანი, შემდეგ რამდენიმე კლასგარეშე საკითხები დავამუშავეთ, რათა საკითხებზე ზოგადი წარმოდგენა ჰქონოდათ. მათ განვლილი მასალა, ზოგადი თემები დაამუშავეს და მომზადებულები გავიდნენ შეჯიბრზე. ჩვენ ასე გვქონდა შემუშავებული სტრატეგია - თავის შეკავების შანსი უნდა გამოეყენებინათ. სწორი პასუხი თუ არ იცოდნენ, ასეთ დროს ვურჩიე თავი შეეკავებინათ, რაც ნამდვილად გამოადგათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ ჩემპიონატი ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემია იმ მხრივ, რომ არის გუნდური თამაში და ერთი ადამიანის ცოდნაზე არ არის დამოკიდებული გამარჯვება. შეჯიბრის დასასრულს, ბავშვები ბჭობდნენ, ვინ რამდენ შეკითხვას გასცა სწორი პასუხი და როგორც აღმოჩნდა, ყველა მოსწავლე გუნდური პრინციპით მონაწილეობდა - მათი შედეგები გუნდს წაადგა“, - ამბობს ეტალონის პედაგოგი - გურამ შავაძე. 

Etaloni.ge გიზიარებთ, გამარჯვებული გუნდის კაპიტნის - საბა შავაძის ემოციებს:

„ეტალონის“ ჩემპიონატისთვის დიდი მონდომებით ვემზადებოდით, სხვადასხვა საკითხს ვეცნობოდით, ვმეცადინეობდით. როდესაც გამოაცხადეს გამარჯვებული სკოლის გუნდი ძალიან გაგვიხარდა. გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. იყო საკითხები, რომლებზეც სწორი პასუხი არ ვიცოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ წარმატებას. ჩემპიონატის ახალი ფორმატი ძალიან მომეწონა, გუნდურმა თამაშმა მოტივაცია მოგვცა ყველას, რომ შემდეგ კონკურსებშიც აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა“, - აღნიშნავს საბა.


ასევე ხილეთ:

ღონისძიების ფოტოალბომი 

თეთრიწყაროს „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა



კომენტარები


ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სიახლეები
„კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს“ - EQE -ს თანამშრომლები 
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
„ადმინისტრაცია ვალდებულია უწყვეტად წარმართოს სასწავლო პროცესი, რათა არ დაირღვეს ავტორიზაციის სტანდარტი“ - EQE მოსწავლე-სტუდენტების გაფიცვაზე
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ვისაც შეუძლია დაალაგოს თავისი ქვეყანა,მას შეუძლია იყოს ყველაფერში წარმატებული“, - მოსწავლეები დათო ტურაშვილი ამ სიტყვების ირგვლივ გაერთიანდნენ 
გარემოსდაცვით აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ
ქარხნის საამქროებმა და იქ ნანახმა პროცესებმა მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობას შესაბამისი დეკორაციითა და ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა
აქციაში, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ოცი მოსწავლე, სკოლის დირექტორთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ეკა კობიაშვილთან და ბიოლოგიის მასწავლებელთან, ირინა ხვედელიათან ერთად ჩაერთო
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება