სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
22-09-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო გარემოში დაიწყო.

სადღესასწაულოდ მორთულ სკოლის ეზოში პირველკლასელებს ბუკები გადაეცათ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

დირექცია და პედაგოგები ბავშვებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, მათ წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

„თქვენ შემოაბიჯეთ მშობლიურ სკოლაში, ვინ პირველად, ვინ მერამდენედ. გთხოვთ, ისწავლოთ გულწრფელობა, მეგობრობა, დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა.

გისურვებთ, გაიზარდოთგანვითარდეთ უწყვეტად და ისწავლოთ ფიქრი ღირებულებებსა და მის მნიშვნელობაზე, რათა თვითონ შექმნათ ღირებულებები!

სკოლაში არ ისწავლება მხოლოდ საგნები, მთავარია ვისწავლოთ სწორი ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, ურთიერთშემეცნება! ვისწავლოთ როგორ გვიყვარდეს ადამიანი!

გვახსოვდეს, სკოლაში მიღებული უნიკალური და შეუცვლელი ემოციები არასოდეს იშლებიან მეხსიერებიდან. განათლებაა სწორედ ის ძალაა....და შენ ხარ ის ძალა, რომლსაც შეგიძლია სრულიად შეცვალო სამყარო! ასევე სკოლა მადლობას უხდის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენი პირველკლასელების გახარებისთვის! გმადლობთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება