| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა ახალი სასწავლო წელი ახალი სტატუსით დაიწყო.
სკოლის პედაგოგებს - ირადა გუსეინოვას და თამარ გერლიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ და შემდგომ პროფესიულ წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის მასწავლებლებს - ირადა გუსეინოვასა და თამარ გერლიანს ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი