სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი ამაღლებული განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ“- ცოდნის ზეიმი ჩხორიის საჯარო სკოლაში 
18-09-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის დირექტორმა - ლულა ხვიჩავამ, ეზოში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა, მიმოიხილა გასული წლის მიღწევები, ისაუბრა ახალ გამოწვევებზე და შეკრებილ საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

დირექტორმა, ასევე პირველკლასელებს დაულოცა პირველი ნაბიჯები ცოდნის დიდ სამყაროში და უსურვა წარმატებები.

ზეიმზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები - ანასტასია მიქავა და ანანო თორდია, რომლებიც იმყოფებოდნენ წყალტუბოში - მედიაწიგნიერების საზაფხულო სკოლაში, ნინო არდია და გიგი შუკვანი, რომლებიც ანაკლიის ტექნოლოგიურ ბანაკში იყვნენ, ასევე მე-9 კლასის მოსწავლე - თამარ როგავა. 

მოსწავლეებმა შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარეს შთაბეჭდილებები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

ღონისძიებაზე სიგელებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები. ზეიმში აქტიურად ჩაერთნენ პირველკლასელები, აღსანიშნავია, რომ მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბუკები.

ღონისძიების დასასრულს აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა დროშა.

„ახალ სასწავლო წელს ახალი იმედები მოაქვს და ვისურვებდით, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის წარმატების, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, საინტერესო და მრავალფეროვანი, მოულოდნელობებით აღსავსე.

სკოლა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ“, -  მიმართა მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება