სიახლეები
სიახლეები

აბიტურიენტის დედამ შიმშილობა დაიწყო - სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აპლიკანტს დამატებითი გამოცდა ამ დრომდე არ დააწერინეს
02-08-2023
-
+


აბიტურიენტს, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავა მოუგო, ისტორიის გამოცდა არ დააწერინეს, რის გამოც მისმა მშობელმა - ინგა ბაშიროვმა NAEC-ის წინ შიმშილობა დაიწყო. 

როგორც მან Etaloni.ge-სთან განაცხადა საკითხზე საბოლოო პასუხი დღეს მიიღო და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მისი მთავარი მოთხოვნაა, სოფიო გორგოძე გადადგეს და იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვიტა, რომ მის შვილს - სანდრო ბაჩიაშვილს გამოცდა არ დაეწერა, პასუხი აგონ. ინგა ბაშიროვი ულტიმატუმსაც აყენებს - თუ მისი მოთხოვნა დღის ბოლომდე არ დაკმაყოფილდება, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს მიმართავს და შვილის ისეთ ქვეყანაში გადაყვანას მოითხოვს, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება.

„ჩემს შვილს გამოცდა არ დააწერინეს. სქემა არის ასეთი - 15 დღეს იტოვებს „ნაეკი“ იმისთვის, რომ აბიტურიენტს თხოვნაზე პასუხი გასცეს, ხოლო ამ 15 დღეში დამატებით გამოცდას ნიშნავს. ვთხოვდით, ის ინფორმაცია მაინც მოეცათ, როდის ინიშნებოდა გამოცდა, ამაზე კატეგორიული უარი მივიღეთ. მოსამართლეს უპასუხეს, რომ სანდროს გამოცდას ვერ დააწერინებდნენ, რადგან დამატებითი სესია უკვე ჩატარდა. ახლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ვზივარ, შიმშილობა გამოვაცხადე და არ შევწყვეტ, სანამ სოფიო გორგოძე, თავისი თაღლითური სქემით, თანამდებობიდან არ წავა. იმედია, სიკვდილი არ შემაჩერებს, თორემ მე ისე არ გავჩერდები“,- ამბობს ინგა ბაშიროვი.

ქართულისა და უცხოური ენების პასუხები უკვე ცნობილია. მშობლის თქმით, სანდრო ბაჩიაშვილმა ინგლისურში 67, ხოლო ქართულში 42 ქულა მიიღო. თანაც, ისე, რომ რეპეტიტორთან არც უვლია. 

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ინგა ბაშიროვმა განაცხადა, რომ ადვოკატები საქმეზე კვლავ მუშაობენ. 

„ადვოკატები მუშაობენ, სასამართლოები გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სტრაზბურგში გავიმარჯვებთ და სანდროს კონპენსაციას საქართველოს მოქალაქობა გადაუხდის. კომუნიკაცია მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან. აქაც - naec-ში იციან, რომ შიმშილობა დავიწყე, განვაცხადე. ამ ჩინოვნიკებიდან ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომელიც ჩამოვიდოდა და რამეს გააკეთებდა“,-აღნიშნა მშობელმა.

ინგა ბაშიროვი ამბობს, რომ მისი შვილის უფლებებისთვის ადვოკატები იბრძვიან, მას კი სურს, რომ გამოცდების საკითხსა და ახალგაზრდების ბედს სხვანაირად მოეკიდონ.

„მე წარმოშობით ებრაელი ვარ და შემიძლია, ეს ქვეყანა ნებისმიერ დროს დავტოვო, მაგრამ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდება, რადგან დღის ბოლომდე თუ ჩემი მოთხოვნა არ შესრულდება, მე საელჩოებს მივმართავ და ვთხოვ, რომ ჩემი შვილი ისეთ ქვეყანაში გაიყვანონ, სადაც მისი ფუნდამენტალური უფლებები დაცული იქნება. მე ჩემს შვილს ვერ ვუხსნი, რა მოხდა.
ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ამ თაღლითურ სქემას ვინმემ მიხედოს და პასუხი მოსთხოვონ მათ, ვინც მოიფიქა, რომ პასუხი 15 დღეში უნდა იყოს და ამ პერიოდში გამოცდები უკვე ჩატარებული იყოს.
არ მესმის, განათლების უფლებისთვის რატომ უნდა ვიბრძოლო. ამიტომ, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ახალგაზრდების უფლებებს ასეთი ადამიანები არ განსაზღვრავდნენ“,- თქვა ინგა ბაშიროვმა.

მანამ, სანამ ინგა ბაშიროვი შეფასებისა და გამოცდების ცენტრისგან ოფიციალურ პასუხს მიიღებდა, სოფიო გორგოძემ etaloni.ge-ს კითხვაზე, დაწერა თუ არა გამოცდა იმ აბიტურიენტმა, რომელმაც სასამართლო დავა მოიგო, შემდეგი პასუხი გასცა: 

„კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ყველას ჩაუტარდა დამატებითი გამოცდა, ვისაც ჩვენი დებულების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამონაკლისებთან დაკავშირებით, დამატებითი გამოცდის ჩატარება ეკუთნოდა“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ორგანიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

„აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 25 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გეგმიური დამატებითი გამოცდის ჩატარება არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისაგან. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას. მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო  პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.  
 
„გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მიდგომა უნდა შეიცვალოს, რათა აბიტურიენტები მუდმივად დამნაშავის მდგომარეობაში არ იყვნენ“- მშობელი, რომლის შვილმაც NAEC -ს სასამართლო მოუგო

აბიტურიენტმა NAEC -ს სასამართლო მოუგო - გადაწყვეტილება 24 საათში მიიღეს

კომენტარები


ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სიახლეები
„კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს“ - EQE -ს თანამშრომლები 
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
„ადმინისტრაცია ვალდებულია უწყვეტად წარმართოს სასწავლო პროცესი, რათა არ დაირღვეს ავტორიზაციის სტანდარტი“ - EQE მოსწავლე-სტუდენტების გაფიცვაზე
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობას შესაბამისი დეკორაციითა და ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა
მოსწავლეთა შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება