სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს
31-05-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ-ირმა ბურდულის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე დღე აჩუქეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. ამ ყველაფერმა კი სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ეს იმ შრომის შეჯამებაა, რომელიც პირველი კლასის დიდ შრომას უდევს საძირკვლად, რომელიც შეძენილ უნარებსა და ცოდნას მკაფიოდ ავლენს. პატარა მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით გაართვეს თავი საკუთარ მოვალეობებს, ასახელეს სკოლა და პედაგოგები... გამოსაშვების სცენარი გამრავალფეროვნებული იყო სხვადასხვა აქტივობით, რაც მეტ მომხიბვლელობას სძენდა სანახაობას. დიდი მადლობა დამრიგებელს - ირმა ბურდულს, ქალბატონ ნინო დვალიშვილს ამ შესანიშნავი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:







კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ვინ იქნებიან მასწავლებლის შეფასების მიზნით საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომისიაში ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება