სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინკლუზიური განათლების მიმართულებით მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს
29-05-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 30 მაისს, 19:00 საათზე მშობლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ვებინარი თემაზე - „ოჯახის ფსიქოგანათლების მნიშვნელობა ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში“.

ფსიქიკური თუ ნეიროგანვითარების სხვადასხვა მდგომარეობის შესახებ ოჯახის წევრების ფსიქოგანათლება დადებითად აისახება, როგორც ამ მდგომარეობების მქონე ადამიანებზე, ასევე - თავად მზრუნველი პირების მდგომარეობაზე, რადგან ოჯახის წევრებსა და სხვა მზრუნველებს სხვადასხვა მდგომარეობასთან დაკავშირებული სწორი წარმოდგენებით და ამ მდგომარეობების მართვისთვის განკუთვნილი ცოდნით უზრუნველყოფს.

ვებინარზე - განიხილება შემდეგი საკითხები:

რა არის ფსიქოგანათლება და რას მოიცავს ოჯახის ფსიქოგანათლება?
რისთვისაა საჭირო ოჯახის ფსიქოგანათლება ოჯახის წევრის მდგომარეობის შესახებ?
რა არის ნეირომრავალფეროვნება და რატომაა მნიშვნელოვანი ამ ცნების მნიშვნელობისა და მნიშვნელოვნების ცოდნა და გაცნობიერება?
როგორ და რაში ეხმარება ნეირომრავალფეროვნების ცნება და ნეირომრავალფეროვნების სხვადასხვა გამოხატულების ცოდნა მშობლებს?

მშობლებს/დამსწრეებს საშუალება ექნებათ მომხსენებელს დაუსვან კითხვები.
მომხსენებელი: ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების საზოგადოების (EABCT) მიერ აკრედიტებული ზრდასრულთა კოგნიტურ - ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი - ანა ღვინიანიძე.
ფასილიტატორი: ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების პროგრამის კონსულტანტი - თამარ ისაკაძე.
ვებინარი ჩატარდება პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით, დასასწრებად გამოიყენეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/86720940929

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება