| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიება ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული საზეიმო პროგრამა შესთავაზეს. მოსწავლეები ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრნენ - შეასრულეს ეროვნული ცეკვები, ქართული სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები საქართველოზე და სცენაზე „გააცოცხლეს“ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული.
ბავშვებმა, ასევე, 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერისთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლებში მკაფიოდ გამოხატეს სამშობლოს დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ასო-ბგერა გააფერადა, დაამუშავა ფოთლები, პეპლები, ყვავილები და ხის რტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას