სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა მშობლის სახელით გეტყვით, რომ გვეამაყებით!“- ბოლნისის N1 სკოლის პირველკლასელთა საზეიმო ღონისძიება და მშობელთა გულწრფელი მადლობა მასწავლებელს 
25-05-2023
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის  Iბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. 

ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი ირმა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი განსაკუთრებით უყვართ მოსწავლეებს, როგორც მშობლები აღნიშნავენ, მასწავლებელმა მოკლე დროში მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ღირებულებები ჩანერგა. 

თავდაუზოგავი შრომისა და ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულისთვის, მშობლებმა პედაგოგს მადლობის წერილი მიწერეს. 

„მასწავლებელი, რომელმაც ყველა თავის მოსწავლეს შეაყვარა სკოლა და სწავლა.

ირმა მასწავლებელმა ამ მოკლე ხნის განმავლობაში ასწავლა თითოეულ მოსწავლეს სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, ურთიერთპატივისცემა და დამოუკიდებლობა. ბავშვები მისგან რჩევას ელიან. ხანდახან, გაუაზრებლად მასწავლებელს „დედასაც“ კი ეძახიან.

თქვენ ხართ პედაგოგი, რომელიც მუდამ შრომობს მოსწავლეთა განვითარებისა და წარმატებისთვის. პატიოსანი, კეთილშობილი და უანგარო ადამიანი ბრძანდებით. პირველი მასწავლებელი ყოველთვის გამორჩეულია და ბავშვების ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს! თქვენ მათ „გულში“ ჰყავხართ. ყველა მშობლის სახელით გეტყვით, რომ გვეამაყებით, გვიყვარხართ და გვეიმედებით! მადლობა თქვენთან გატარებული ყოველი დღისათვის.

გვინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადოთ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, როგორც წარმატებულ მენეჯერს, ქალბატონ ირმა წაქაძეს საუკეთესო გუნდისათვის“, - აღნიშნავენ მშობლები. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება