TOP ნიუსი
სიახლეები


მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის რესურსები მომზადდება - ყველა დეტალი
17-05-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა იუნესკოს (UNESCO) ეგიდით მოქმედ ორგანიზაცია „აზია-წყნარი ოკეანეთის განათლების ცენტრის“ (APCEIU) ხელმძღვანელთან, დოქტორ ჰინ მუკ ლიმთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„აზია-წყნარი ოკეანეთის განათლების ცენტრი“ (APCEIU) ახორციელებს გლობალური მოქალაქეობის განათლების (GCED) კურიკულუმის განვითარებისა და ინტეგრაციის პროექტს (GCED CDI). 2021 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და APCEIU-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს სამწლიანი პროექტი გლობალური მოქალაქეობის განათლების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, განათლების სექტორში მომუშავე უწყებებისთვის, მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე "გლობალური მოქალაქეობის განათლების (GCED) ტრენინგკურსის შემუშავება საქართველოში". აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში გლობალური მოქალაქეობის განათლების დანერგვას, მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისა და მშობლებისთვის სატრენინგო პროგრამებისა და რესურსების მომზადებას, ტრენინგების ჩატარებასა და გამოცდილების გაზიარებას
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ჩართულ მხარეებს თანამშრომლობისათვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დოკუმენტში საუბარია ადგილობრივ საჯარო ან კერძო სკოლის მოქმედ-ყოფილ მასწავლებლებზე

ინფორმაცია მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა გამოსაცდლებისთვის - განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 მაისია

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება