| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: შორენა იოსელიანი და თაზო ჟღერია პროექტში - „ჩემი კუთხის უცნობი ისტორია“, მონაწილეობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მე-19 საუკუნეში ბახველი მხედრების ამერიკაში მოღვაწეობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია და მიღებული ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს და მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში და პროექტებში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში