| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრსა და ინტელექტუალურ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს.
აღნიშნული ინტელექტუალური კონკურსი ზესტაფონის მერიის ორგანიზებული იყო, რომელსაც გიორგი მოსიძე ხელმძღვანელობდა.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ჩვენ ნიჭიერ მოსწავლეებს: გიორგი ჟორჟოლიანს, ქეთევან და გიორგი სულაქველიძეებს, ნინო გელაშვილს, მაგდა ბაღდაძეს და ლუკა ქარქაშაძეს ამ დიდ გამარჯვებას, წინსვლა და წარმატებები მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლა მუდმივად მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ
პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“