სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორსა და თურქეთის წარმატებული კლინიკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
03-04-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი თურქეთის საუკეთესო კლინიკებთან აქტიურად თანამშრომლობს.

1-ელ აპრილს, ქართული და თურქული მხარის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის „ბუიუქ ანადოლუს“ კლინიკის წარმომადგენლები, გენერალური დირექტორი, კლინიკის წარმატებული ექიმები და საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია.

საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია შეხვედრას წარმატებით წარუძღვა. შეხვედრაზე გადაწყდა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებული ნეიროგანვითარების ცენტრის ადგილზე დათვალიერება.

2 აპრილს კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს თურქეთის წარმატებული კლინიკის ხელმძღვანელები ეწვივნენ. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე იხსნება მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით, აღიჭურვება ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მომხმარებელს შესთავაზებს მყუდრო, კომფორტულ გარემოს.

როგორც საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, ნეიროგანვითარების ცენტრის უპირატესობა საუკეთესო ექიმებისა და უახლესი აპარატურის კომბინაციაა. სწორედ ეს განაპირობებს მოსახლეობის ნდობასა და  ერთგულებას.

პროექტი ხორციელდება თურქეთის წამყვანი კლინიკების დახმარებით. პაციენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ), ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია, რადიოქირურგია.

„ამ პროცედურებისა და კვლევების უკან პროფესიონალთა გუნდი დგას, რომლის თითოეული წარმომადგენელი, თავისი პროფილის შესაბამისად ჩართულია პაციენტის მაღალკვალიფიციურ მკურნალობაში.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია - კლინიკაში იქნება მულტიდისციპლინური მიდგომები, ექიმები არ მიიღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ კონსილიუმის - სპეციალისტების საერთო შეფასებების შეჯერებით მოხდება მკურნალობის დაგეგმვა. ამას გარდა, რთული პაციენტების მდგომარეობის განხილვა უცხოელ კოლეგებთან სპეციალური ტელეხიდების საშუალებით ხორციელდება.

კლინიკა ერთადერთი იქნება საქართველოსა და მთელ რეგიონში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში“,- აცხადებენ საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტში.

იხილეთ ასევე: ლია ბუკიას ინიციატივით, ზუგდიდში, კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება

სარეკლამო მასალა® 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება