სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი წვლილი გარემოს დაცვაში“- ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
17-03-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველების, ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებული პროექტის - „ჩემი წვლილი გარემოს დაცვაში“, პრეზენტაცია ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაამუშავეს და გააანალიზეს, ჩაატარეს კვლევა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დეკორატიული ნივთები დაამზადეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ნერგები დარგეს. 

გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, MS Word-ში ბროშურები დაამზადეს, შექნნეს პრეზენტაცია Microsoft PowerPoint-ის საშუალებით. ასევე, სკოლის ეზოში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, პირობითი ნიშნები განათავსეს. 

მათ მასწავლებელი ლანა კილაძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ზურაბ ხაკიანი ხელმძღვანელობდა. 

„მსგავსი ტიპის პროექტების დანერგვა სასწავლო პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსწავლეს განუვითარდება გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, კომუნიკაციის, დამოუკიდებლად საქმიანობის, პრობლემის გადაჭრის გზების, კვლევის, მედიაწიგნიერების, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება