| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადად, ადამიანისთვის საუბრის შეწყვეტინება კარგ ტონად ნამდვილად არ მიიჩნევა. ეს უპატივცემულობასა და უყურადღებობაზე შეიძლება მეტყველებდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მოსწავლეებთანაა საჭირო.
სკოლაში, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, მასწავლებლები გარკვეულ ნორმებს იცავენ - იციან მოსწავლეთა და საუკთარი უფლება-მოვალეობები. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა პატივისცემა იგრძნონ, მაშინ დამოკიდებულება ორმხრივი იქნება.
არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გაკვეთილის განმავლობაში, მასწავლებლებს უწევთ მოსწავლეებს საუბარი გააწყვეტინონ. როგორც ექსპერტების ნაწილი ამბობს, ეს კარგი სულაც არ არის. ჩვენ ერთ-ერთი მათგანის მოსაზრებას გთავაზობთ.
პირველი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გააწყვეტინოთ მოსწავლეს საუბარი არის ის, რომ ბავშვი იბნევა, შემდეგ შეიძლება აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს. გარდა ამისა, ის საკუთარი თავის რწმენას - თავდაჯერებულობას კარგავს, რაც მოსწავლეზე უარყოფითად აისახება. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაჯიუტდეს და სათქმელის დაფიქსირება უხეშად მოინდომოს.
აბა, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?
მოსწავლეს საუბარი უხეშად არ გააწყვეტინოთ, დაელოდეთ წინადადებებს შორის ბუნებრივ შესვენებას. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ გააფრთხილოთ, უთხარით: „ახლა ჩემს აზრსაც გეტყვით“ ან „ბოდიში, უნდა გაგაწყვეტინო“. ასეთი ფორმით ლაპარაკი მოსწავლეებთან უფრო გამართლებულია და ისინი ამას ჩვეულებრივად მიიღებენ.
მსგავსი მიდგომა მათ დაარწმუნებს, რომ პატივისცემით ეპყრობით, მათ აზრს ითვალისწინებთ და უგებთ. ამ გზით, მოსწავლესა და მასწავლებლს შორის პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას