| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უნერგავენ.
დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლე - მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
მოსწავლეებმა ადამიანის ცხოვრებაში წიგნის როლის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. შეარჩიეს საყვარელი წიგნები და წაიკითხეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები.
პატარებმა საკუთარი ხელით შექმნილი ქართულ-ინგლისური წიგნების პრეზენტაციაც ჩაატარეს და მასწავლებლებთან ერთად თანატოლებს კითხვისკენ მოუწოდეს - „გიყვარდეთ წიგნი - ცოდის წყარო!“
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი