სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მრავალფეროვანი საქართველო“ - ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
07-02-2023
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული პროექტები აქტიურად იგეგმება და ხორციელდება. 

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის საპროექტო ჯგუფმა, კათედრებზე მიმდინრე გამოკითხვის შედეგად შეარჩია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, როგორიცაა „კულტურული მრავალფეროვნება“.

პროექტი სკოლის სამივე საფეხურზე მიმდინარეობს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაწყებითი საფეხურისთვისაა, რადგან პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გამოიმუშაონ მზრუნველი დამოკიდებულება, ადამიანის მიერ, წარსულსა და აწმყოში შექმნილი, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ნიმუშების მიმართ.

„ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განვუვითაროთ შესაბამისი ღირებულებები და დამოკიდებულებები“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საინტერესო ღონისძიება - „მრავალფეროვანი საქართველო“, რომელიც Iა კლასში (პედაგოგი მაია ნიქაბაძე) გაიმართა. 

მოსწავლეებმა, მშობლების ჩართულობით, წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ადათ-წესები და ტრადიციები.

„სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ის დადებითად აისახება მოსწავლეების მოტივაციაზე და მოსწრებაზე, მშობელთა ჩართულობა უაღრესად პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა თანაბარი ჩართულობით, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება