სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემი მეორე ოჯახია“ - შორენა ბერიძე, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი 
02-02-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა ბერიძე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული პიროვნებაა. მისთვის გუნდური მუშაობა და სკოლის წარმომადგენლებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელმძღვანელს მიაჩანია, რომ სამაგალითო დირექტორს უანგაროდ უნდა უყვარდეს თავისი საქმე და მუდამ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდეს. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლა მისთვის მეორე ოჯახია, სადაც ყოველთვის სიხარულით მიეშურება.

etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ შორენა ბერიძესთან:


- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- სადღაც მოვკარი თვალი დაახლოებით ასეთ ფრაზას: მომენტები არსებობს ისეთი, როცა არ დგება სიკვდილი როგორც შედეგი. ჩემთვის ასეთი მომენტია საკუთარი თავის წარდგენა საზოგადოების წინაშე. საკუთარი თავის დახასიათება საკმაოდ რთულია და არასდროს მიფიქრია ამაზე. ვარ ადამიანი, რომელსაც გამძაფრებული პასუხისმგებლობა აქვს. პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავისა და ვალდებულებების, ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, მტრისა და მოყვარის მიმართ. არჩეული მაქვს ისეთი პროფესია, სადაც ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, არა მარტო საკუთარი თავისა და ახლობლების წინაშე, არამედ, მომავალი თაობისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ. არ ვარ ზარმაცი, პირიქით. თუ მეზარება რაღაცის კეთება, ვთვლი, რომ ეს გასაკეთებელია და აუცილებლად ვაკეთებ. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, თუ საჭიროა, ე.ი. უნდა გაკეთდეს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, - ავად ხარ, დაღლილი, გეზარება, მოგწონს თუ - არა. არასოდეს მრცხვენია კითხვის დასმა, თუ არ ვიცი რამე, ან რაიმეს დაზუსტება მინდა. არასოდეს მრცხვენია, რომ ვისწავლო, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო. ვთვლი, ამაშია ყველა ნორმალური ადამიანის ძალა, რომ არ გეშინოდეს იმის თქმის, რაც არ იცი... ვთვლი, რომ ვარ საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანი ყველას მიმართ, ვისაც ყურადღება იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდება. ბუნებრივია, იდეალური არავინაა.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- პატარაობიდან ჩემი სასურველი პროფესია პედაგოგობა იყო, რაც დაწყებითი კლასების მასწავლებლის დამსახურებაა. არაერთი პროფესია და მათ შორის დირექტორობა, არავის დაჰყოლოა დაბადებიდან და რაც დამყვა, ჩემი მშობლების უდიდესი დამსახურებაა. ეს არის ადამიანობა, რომელიც უპირველესი თანამდებობაა ადამიანისათვის და შემდეგ დანარჩენი, რომელიც მაინც დროებითია და მარადიული არის ადამიანობა, რომელიც ღირებულია.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- მეტი პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა, შრომისუნარიანობა, გუნდური მუშაობის უნარი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- სამაგალითოა ის, ვისაც უპირობოდ უყვარს თავისი პროფესია და უანგაროდ ემსახურება სკოლას და მოსწავლეებს, მათი გაზრდისთვის ზრუნავს. მადლობა ღმერთს, ასეთები ბევრნი არიან ჩემს გარშემო და მათგან ბევრს ვსწავლობ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- გამოცდილება და პრაქტიკა ბევრს ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელიბა, სად, რა პროფესიისა ხარ. მოსწავლე-მასწავლებლებთან უშუალო დამოკიდებულებამ, უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელებამ, სულ სხვა თვალით დამანახა სასკოლი ცხოვრება. სკოლა ჩემი მეორე ოჯახია, სადაც სიხარულით მივეშურები, რათა ამდენი ანთებული თვალები და თბილი გული შემომეგებოს.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ზოგადად ურთიერთობები, ქმედებებთან ერთად, ჩვენი გულიდან წამოსული უნდა იყოს, რომელსაც ისარივით თუ გაისვრით უკან ვეღარ დააბრუნებ. იქ, სადაც გონება და გრძნობა თანხვედრაშია, ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოს. ყოველ სიტყვას, რომელიც ლამაზი და შინაარსიანია, აქვს ხიბლი... ჩემი საყვარელი სიტყვაა - ,,ყველაფერი წარმავალია, ნუ გაამაყდებით მიღწეულით!“

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- როგორ შევძლო, ის რაც გულით მინდა, ყველა ლამაზი ჩანაფიქრი განვახორციელო, არსებობს რამე მზა რეცეფტი ამისა?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება