სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
10-01-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს. ბავშვებმა მხიარულად გააცილეს ძველი წელი და ახალ, 2023 წელს ღონისძიებით შეეგებნენ.

მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ახალი წლის შემობრძანებას. ისინი გულმოდგინედ ემზადებოდნენ საახალწლო ზეიმისთვის. მათ ახალი წლის შემობრძანება ტრადიციულად ნაძვის ხის მორთვითა და თოვლის ბაბუს სტუმრობით იზეიმეს. მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას აუდიტორიიის წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარადგინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზში საახალწლო ნაძვის ხე აციმციმდა. ნაძვის ხის მანათობელი ნათურები ნაზად აფრქვევდა სხივებს და ყველა ბავშვს გულს უთბობდა. ბავშვებს ბენდიერება სახეზე აღბეჭვდოდათ.

„ბავშვებმა ლოცა წარმოთქვეს : „ღმერთო, გევედრები, ქვეყნად არ იყოს ცრემლი და წუხილი! გამიხარე ყველა ადამიანი, ღმერთო ამიყვავე სამშობლოს მთა-ბარი, ყოვლადძლიერო, ყოვლადკეთილო, საქართველო მიქმენ ბედნიერი!“

ლექსი ლექსს ცვლიდა, სიმღერა სიმღერას, ცეკვა ცეკვას. ჩვენი პატარების სახეზე ბედნიერების და სიხარულის სხივი ციმციმებდა, მათი საახალწლო განწყობა აუდიტორიასაც გაადასდეს“, - აღნიშნეს სკოლაში.

სტუმრად მოსულმა თოვლის ბაბუმ საზეიმო განწყობა გააძლიერა. მოსწავლეებიც დაარიგა:

„საახალწლოდ თოვლის პაპამ,
საჩუქრები დაარიგა,
მერე, მერე ყველა ბავშვი
ამ სიტყვებით დაარიგა.
ისწავლეთ და გაიხარეთ
სალო,ელე, გიგი, ქიტო,
გიო, ტასო, გაბო, ანდრო
გაბრიელა, ლიზი, ანა,
ნატა, ვახო, დაჩი, გაბო
ანამარია, იკაკო
ულში ცუდი არ გაივლოთ,
შეიყვარეთ სიყვარული
გატანა და სიკეთეცო.
ნატვრის ახდენა და ბედნიერი ახალი წელი ჩვენს პატარებს და მთლიანად საქართველოს!“

კლასის დამრიგებელი - ლოლიტა ნებიერიძე თავის მოსწავლეებს საგანგებოდ ამ დღისადმი დაწერილი წერილით მიესალმა და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის ეს სკოლა და თითოეული მოსწავლე.

„მესამე წელია რაც ჩვენ სასკოლო ცხოვრება გვაერთიანებს. სულმოუთქმელდ ველი ყოველი დღის გათენებას და თქვენთან შეხვედრის სიხარულით აღვსილი, იმედიანად ვუცქერ თქვენი მომავალი ცხოვრების ეტაპების გავლას. ერთი სული მაქვს გითხრათ, რომ თქვენ საუკეთესონი იყავით ამ ხნის განმავლობაში. თქვენი კარგი ქცევით, ბეჯითობითა და სიკეთით გამოირჩეოდით ყველასგან“, - აღნიშნა დამრიგებელმა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს წარმატების მიღწევა გულით უსურვა და თხოვა, რომ მშობლები კარგი ქცევით გაახარონ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება