სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პესტიციდების უარყოფითი გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე“- მედანის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
06-12-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც პესტიციდებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. ამ დღის მნიშვნელობის გასააზრებლად სკოლაში პროექტი „პესტიციდების უარყოფითი გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე“ განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლების დახმარებით, მოსწავლეებმა ბუნებრივი პესტიციდი - მცენარეული ნაყენი დაამზადეს, რომელიც შეასხურეს სკოლის დერეფანში განთავსებულ დაავადებულ მცენარეებს.

მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიას ესტუმრნენ. მათ გამოსაკვლევად სასმელი წყალი მიიტანეს. დადგინდა, რომ სოფლის სასმელი წყალი მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები - ირმა ჩალიგავა და ლუარა წახნაკია იყვნენ.

„პროექტის მიზანია თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გაცნობიეროს პესტიციდების არასწორი გამოყენებით საფრთხეს ვუქმნით ადამიანების ჯანმრთელობას, მავნებლებთან ერთად ვანადგურებთ სასარგებლო ორგანიზმებს ბუნებაში და ცვლილებები შეგვაქვს კვებით ჯაჭვებში. საბოლოოდ, კი ვარღვევთ ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადობას დედამიწაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება