სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყაჩირის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა სპექტაკლი - „ფესვები“ დადგეს
15-11-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მოსწავლეებიც ხალისით არიან ჩართულნი ღონისძიებეში და ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ხათუნა აფხაზავას ხელმძღვანელობით, სპექტაკლი წარმოადგინეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის საპროგრამო მასალიდან, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის - „მიწის ყივილი“ შესწავლისა და მის მიხედვით გადაღებული გუგული მგელაძის ფილმის - „ფესვების“ ნახვის შემდეგ, მეცხრეკლასელებმა სპექტაკლი - „ფესვები“ დადგეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეხებოდნენ იმ მტკივნეულ თემას, რასაც ემიგრანტობა ჰქვია და რაც დღესაც ასე აქტუალურია... მოსწავლეებმა შეძლეს შთამბეჭდავად გადმოეცათ ფესვებს მოწყვეტილი ქართველი ემიგრანტის სულიერი განცდა და ტკივილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება