| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად კი მოსწავლეები ჩრთულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა ღონისძიებაშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ახლახან დამიის საჯარო სკოლაში შემოდგომის მიწურული ტრადიციული აქტივობით „თათარაობით“ აღინიშნა; სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეზოში დაინთო კოცონი; ცეცხლზე შემოიდგა დიდი ქვაბით ყურძნის წვენი, მოიხარშა თათარა, ამოაივლო და ხარიხებზე გაიკიდა ჩურჩხელები. სამზადისში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. პარალელურად მოსწავლეებმა ჩაატარეს კონცერტი და სახალისო თამაშებში მიიღეს მონაწილეობა; აქტივობას კი ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი რუზანნა სარკისიანი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა