| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ციალა გაბუნია გვეუბნება, 2022-2023 სასწავლო წელს მეათე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულო გახდა პროექტებით სწავლება გარკვეულ საგნებში.
ილემის სკოლის მე-10 კლასმა პროექტის ფარგლებში დაიწყო დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება და მათ შორის ერთ - ერთი იყო ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა.
მოსწავლეები ეწვივნენ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს და დაესწრნენ ოპერა - „დაისს“. შთაბეჭდილებებით დატვირთულმა საღამომ მშობლების ჩართულობით შესანიშნავად ჩაიარა.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მოსწავლეების კულტურულ და სულიერ განვითარებაზე“,- აღნიშნავს ციალა გაბუნია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა