სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის საინტერესო სამდღიანი სემინარი ჩატარდა
15-11-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ - LDA Georgia, სამდღიანი სემინარი ჩაატარა. 

მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარები შემდეგ თემებზე ჩაატარა:

  • სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციები;
  • სოციალური კაპიტალის თეორიები;
  • სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება;
  • ელექტრონული მონაწილეობა და დემოკრატია;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები;
  • სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი;
  • სამოქალაქო მოძრაობები კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში ( „ჩეხეთის ამბავი", „რუმინეთის ამბავი").
სემინარები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციებს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

ახალგაზრდული კლუბი სკოლაში პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.

„აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
ახლახანს მივიღეთ წერილი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო  - LDA Georgia-დან:
„ქალბატონო მაია, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის. ასევე, მადლობა ლიკა ზვიადაძეს სემინარებში აქტიური ჩართულობისა და საორგანიზაციო საკითხების დროული შესრულებისათვის“.
ჩვენი სკოლა გამოხატავს მზაობას მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების განხორციელებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება