| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, პარალელურად კი, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ გარემოსდაცვით პროექტებში და სამოქლაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ.
ჩხორიის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის ეკოკომიტეტი, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები და ეკოკლუბი „ფესვები“ , რომლის ხელმძღვანელები გახლავთ: იზოლდა ხვიჩავა, მაია არახამია, მზია ქარდავა - შეუერთდნენ გლობალური ქმედებების მარათონს.
„მარათონის მიზანია, შთააგონოს ყველა ადამიანს, რომ კლიმატის ცვლილებაა, დრო იწურება... მარათონის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ესტაფეტის ჯოხი, მეორადი მასალებისგან და შიგ განათავსეს გზავნილი: „შეაჩერე კლიმატური ცვლილება, სანამ ის თავად შეგცვლის შენ“!
მათ სკოლის ეზოში მოწყობილ ცოცხალ ჯაჭვში გადასცეს ერთმანეთს ესტაფეტის ჯოხი ნიშნად იმისა,რომ კლიმატის ცვლილება არის აქ.დრო იწურება... შექმნეს სლოგანები და პოსტერები.ჩაუტარდათ საუბრები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.აქტიურად ჩაერთნენ გამწვანების აქციაში.მოაწყვეს სხვადასხვა სპორტული აქტივობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ