სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ ბავშვების ნდობისა და სიყვარულის მოიპოვება მოახერხე, მაშინ ყველაფერი მარტივია“ - დარეჯან ბენდელიანი, ჩქუმის საჯარო სკოლის მასწავლებელი
11-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი გვპასუხობს. 

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ოცდაერთი წელია ამ საქმეს ვემსახურები, რა გითხრათ... მთელი ჩემი ცხოვრებაა...

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

 - როცა ისინი გრძნობენ უპირობო სიყვარულს მათდამი და როცა მათთვის მუდმივად საინტერესო ადამიანი ხარ!...

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ბევრი საინტერესო რჩევა შეიძლება გაგახსენდეს, მაგრამ განსაკუთრებით მახსოვს ისტორიის გაკვეთილზე ბავშვებს გაუჭირდათ საუკუნეების გამოთვლა და გაგება. მოკლედ, კოლეგამ მირჩია საათის მუშაობის მექანიზმი გამოიყენეო... მადლობა მას ამისათვის, გამომადგა.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- მოიპოვო ბავშვების ნდობა და სიყვარული. თუ ეს მოახერხე, ანუ არ არჩევ ბავშვებს ერთმანეთისაგან, მერე ყველაფერი მარტივია!...

- მოტივაციას მაძლევს...

 - ჩემი პროფესიის და ბავშვების სიყვარული

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ვგრძნობ კოლეგების, მშობლებისა და ბავშვების პატივისცემას და სიყვარულს. მერწმუნეთ, ადამიანს ცოტა უნდა კმაყოფილებისა და ბედნიერებისათვის!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება