სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სიყვარული დაგვაძლევინებს იმ სირთულეებს, რომლებიც ჩვენს პროფესიას ახლავს თან“- ქეთევან სვანიძე, წყალტუბოს N4 სკოლის მასწავლებელი
07-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან სვანიძე გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- საყვარელი ფრაზა, როგორც პედაგოგს ბევრი მაქვს, მაგრამ დღევანდელი მიგრაციის საკითხის გამწვავების გამო, ხშირად მახსენდება კონსტანტინეს სიტყვები ,,დიდოსტატის მარჯვენადან“: ,,არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად“.  ამ სიტყვების გამეორება ხშირად მიწევს, განსაკუთრებით მათთან, ვინც დაიწყებს ჩივილს იმაზე, თუ როგორ უპერსპექტივო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყველა ჩვენგანი თუ თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, ხვალინდელი დღე უფრო მიმზიდველი გახდება.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- იყო პედაგოგი, ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ იყო არა მარტო განათლებული, არამედ საუკეთესო ადამიანური თვისებებით დაჯილდოვებული.  პედაგოგობა უდიდესი პატივია და ამასთანავე უდიდესი ნდობა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათთან მეგობრობა. ვთვლი, რომ სწორედ მეგობრული ურთიერთობები და სიყვარული დაგვაძლევინებს იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს პროფესიას თან ახლავს.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- თუ საქმე გულით არ გიყვარს, ისე არაფერი გამოგივაო-მითხრა ერთხელ ერთმა ჩემმა კოლეგამ. დღითიდღე ვრწმუნდები ამ სიტყვების სიმართლეში. ამ ურთულეს პროფესიაში მხოლოდ სიყვრული მაძლევინებს ყველა სირთულეს.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- არ ჩამორჩე ახალ გამოწვევებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც საგანმანათლებლო სივრცის აუცილებელი ნაწილი გახდა

- მოტივაციას მაძლევს...

- მოტივაციას მაძლევდა და მაძლევს ბავშვების დიდი სიყვარული.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- პოზიტიური და სიყვარულით გამთბარი გარემო მხვდება. ის ჩემი მეორე სახლია.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება