სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ წარმატებაზეა ორიენტირებული“-წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის ვინაობა ცნობილია
25-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

„წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე დათო თოდუა.

კონკურსი წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მისი ხელმძღვანელის, ქალბატონი ლირა ღურწკაიას მხარდაჭერით გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს „ეტალონი მოსწავლე“, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დირექტორი და პედაგოგი უზიარებენ.

ლირა ღურწკაია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საგანმანათლებლო პროექტია და სწორედ ამიტომ ჩვენი რესურსცენტრი მისი აქტიური მხარდამჭერია. იგი ბავშვების წარმატებაზეა ორიენტირებული და პროექტის გვერდით დგომას კვლავ განვაგრძობთ. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ყველაზე ობიექტური კონკურსია, რაც ყოველთვის ჩანდა და მისი სამართლიანობა წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პროექტი იმ მოსწავლეებზეა გათვლილი, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება და სწავლის დიდი სურვილი აქვთ. მინდა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს კონკურსის ობიექტურად ჩატარებისთვის მადლობა ვუთხრა. 

დათო თოდუა, „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“:

ძალიან გამიხარდა, რომ „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, რომ სწავლა კვლავ ასეთი შემართებით და მონდომებით გავაგრძელო. ყველანაირად ვცდილობდი სწორი პასუხები გამეცა და ეს დამიფასდა.

ნონა კვარაცხელია, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა წელსაც ტრადიციულად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ადრეც მოხვდნენ საუკეთესო ათეულში და აქედან გამომდინარე, დათოს წარმატება მოულოდნელი არ იყო. დათო ჭკვიანი, მოტივირებული, შრომისმოყვარე და კარგი მოსწავლეა. ჩვენს სკოლას თითქმის ყველა წარმატებისთვის მიუღწევია და ახლა „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსიც წილად გვერგო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და ამით ამაყები ვართ. ვფიქრობ, მოსწავლეები პროექტში აუცილებლად უნდა ჩაერთონ. ჯერ ერთი, ეს არის საკუთარი თავის შემოწმების საშუალება და ძალების მოსინჯვა. მიმაჩნია, რომ თუნდაც მეორე ეტაპზე გადასვლა ეს დიდი გამარჯვებაა. მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საკუთარი ძალების რწმენას აძლევს და სტიმულია, მეტი იმუშაონ.

მანანა ჩიქოვანი, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის პედაგოგი:

პროექტში ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობდით და წარმატებასაც ვაღწევდით. ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ ჩვენი მოსწავლე ყოფილიყო „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ და ეს ნატვრა წელს ახდა. ეს წარმატება თითოეული მასწავლებლისთვის დიდი ბედნიერება და სიხარული იყო. დათო საუკეთესო მოსწავლეა და სასკოლო ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურობით გამოირჩევა. როდესაც მისი გამარჯვების შესახებ გავიგე, თითქოს არც გამკვირვებია. მინდა აღვნიშნო, რომ წელს კონკურსში ვინც დარეგისტრირდა ყველა ღირსეული მოსწავლე იყო. ეს ჩვენი სკოლისთვის დიდი წარმატებაა. დათოს წარმატება რა თქმა უნდა მასწავლებლების შრომის მაღალ ხარისხსაც ასახავს და ასევე, ნიშნავს, რომ ბავშვმა საკუთარ თავზე იმუშავა. ყველა მოსწავლე აღნიშნავდა, რომ კითხვები ზოგადი განათლებიდანაც იყო და აქედან გამომდინარე, „ეტალონი“ ზოგად განათლებასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ერთადერთი პროექტი, რომელიც მართლაც ორიენტირებულია, რომ ჩვენი ბავშვები განათლებულები გაიზარდონ და ამასთანავე ქართველობა და ქართული ტრადიციები არ დაივიწყო. პირველი ეროვნული ჩემპიონატია, რომელსაც პირადად მე დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ.


ასევე იხილეთ:

2022 წლის ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ხობი, წალენჯიხა, შუახევი, ნინოწმინდა და საჩხერე

„ბავშვები ჩემპიონატის დაწყებას წლიდან-წლამდე ელიან“-ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა

ხობის, წალენჯიხის, შუახევი, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა
 
გამარჯვებისთვის მას სერტიფიკატთან ერთად ბანაკის საგზურიც გადაეცა
 

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება