| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და ამასთან, საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ და მათი ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, ბეშთაშენის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ციალა ფუტკარაძის, მაია შამანაძისა და დიანა პაქსაძის ინიციატივით, თემაზე - „შრომა ნაყოფზე და ნაყოფი შრომაზე უნდა იყოს დამოკიდებული“ ღონისძიება ჩატარდა.
გაერთიანებული ღონისძიება მასწავლებლის საერთაშორისო დღესა და შემოდგომას მიეძღვნა და სკოლის ეზოში გაიმართა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლექსები და ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას