სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

Etaloni.ge-ს პოზიცია აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით
05-04-2018
-
+


Etaloni.ge უკვე 3 წელია არსებობს ინტერნეტსივრცეში და ამ მცირე დროში მან მოახერხა, რომ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საკითხების გაშუქებაში ლიდერი გამხდარიყო.

ჩვენ ყოველდღიურად გთავაზობთ სტატიებს, ინტერვიუებსა და სიახლეებს, რომლებსაც ათიათასობით ადამიანი კითხულობს. მოხარულები ვართ, რომ Etaloni.ge საგანმანათლებლო სფეროში აღიქმება სანდოობის, ოპერატიულობისა და პრესტიჟულობის საზომად.

გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც 2 მოსწავლის მშობელი განათლების საკითხებთან საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს უზიარებს მკითხველს. აღნიშნულმა ინტერვიუმ სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია გამოიწვია. გვინდა მივმართოთ ჩვენს მკითხველს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ აღნიშნულ სტატიაში, ისევე როგორც ჩვენი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ნებისმიერ სხვა სტატიაში, გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის თავად რესპონდენტს და შეიძლება არ ასახავდეს Etaloni.ge-ს გუნდის პოზიციას.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც დისკუსიისა და მსჯელობის საგანია და რომელიც ჯდება მორალისა და ეთიკის ჩარჩოებში და ესადაგება საიტის მიმართულებას, შეიძლება გაშუქდეს საიტზე და Etaloni.ge ვერ აუქცევს გვერდს ისეთ თემებს, რომლებიც შესაძლოა, არ ემთხვეოდეს საზოგადოების დიდი ნაწილის შეხედულებას.

Etaloni.ge კვლავაც მზადაა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების მოსაზრებების გამოსაქვეყნებლად, მადლობას ვუხდით ერთგულ მკითხველს ჩართულობისა და აქტიურობისთვის. გპირდებით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ ინტერვიუებსა და საინტერესო თემებს, რომლებიც შესაძლოა განსჯისა და დისკუსიის საგანი გახდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება