სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N207 სკოლის დირექციამ პირველკლასელებს სწავლის პირველ დღეს ზღაპრული დღესასწაული აჩუქა
21-09-2022
-
+


15 სექტემბერს, თბილისის N207 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო მიღება მოუწყო და სწავლის დაწყების პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

პირველკლასელთა განწყობაზე ჟირაფმა ჟოზემ იზრუნა. ის სკოლაში მოულოდნელად მივიდა, ყველაზე პატარებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და მისი ხილვით გაბედნიერებულ ბავშვებს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და მათ სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

სკოლაში მისულ მოსწავლეებს ტრადიციულად, მოწესრიგებული და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო დახვდათ.  სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება