სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ“- ქუთაისის N21 სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება საზეიმოდ მიულოცა
16-09-2022
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის დირექციის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ბავშვების აღზრდა - განათლებაზე ყოველთვის დაუღალავად ზრუნავენ. 

დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, სადაც მოსწავლეებსა მშობლებს სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სწავლის დაწყება მიულოცა. დირექციას წერილში არც ამაგდარი პედაგოგების ღვაწლი გამორჩენია.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

გასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი აღსავსე: სიახლეებით, ძიებით და უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნის სურვილით. ვაჯამებთ განვლილს, ვსახავთ სამომავლო საქმიანობის ორიენტირებს.

სკოლა საინტერესო, მრავალფეროვანი, გააზრებული სასწავლო პროცესით, განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული. ძლიერი, მიზანდასახული გუნდი, ინიციატივიანი, კრეატიული, მოტივატორი მასწავლებლები. ღია თანამშრომლობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა, აღიარება. მრავალმხრივად განვითარებული მოსწავლეები, მაღალი აქტივობა, თვითეფექტიანობის მაღალი განცდა. თანამშრომლობა, გუნდურობა, სიყვარული, მხარდაჭერა მშობლებისა. საზოგადოების ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება - ასეთია ქუთაისის N21 საჯარო სკოლა!

უდიდესი შრომით და პროფესიონალიზმით, ერთობლიობით მიღწეული შედეგი.

მადლობა ჩვენო მშობლებო რეგულარული ჩართულობისთვის თქვენი შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისა და განვითარების პროცესში.

უამრავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენო მასწავლებლებო! ნამდვილად ღირსეულად ემსახურებით საქმეს. არ იშურებთ ძალისხმევას, რათა აღზარდოთ განათლებული, მოაზროვნე თაობა, რომელიც შეძლებს სასიკეთო ცვლილებების მოხდენას. მუდმივად ცდილობთ არსებული სწავლა–სწავლების პროცესის დახვეწასა და გაუმჯობესებას.

სკოლის ორივე რგოლის ჩვეული გარჯით და რუდუნებით, დავძლიეთ და დავძლევთ არაერთ პრობლემას სკოლაში, გვქონდა და გვექნება წარმატებები.

გპირდებით, ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო სიახლეებით აღსავსე, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, დასაწყისი სასიკეთო ცვლილებების.

ძვირფასო ბავშვებო! თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად, რადგან განათლება და განათლებული ახალგაზრდობა არის გზა საქართველოს წინსვლის და წარმატების უცილობო წინაპირობა.

გვეამაყებით, ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ!

ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ სკოლა! განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს, ჩვენს სკოლაში შემოფრენილ იმედის მერცხლებს, რომლებიც ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე და გააგრძელებენ სკოლის ტრადიციებს.

ახალი სასწავლო წლის დაწყება გვინდა მივულოცოთ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ოცნებებით ანთებულებმა გადააბიჯეს დიდი ცხოვრების ზღურბლს!

გისურვებთ გონიერებას, სიბრძნეს, აღმოჩენების გზით სიარულს, სიახლეების წვდომას, ბედნიერ მომავალს!“, - ვკითხულობთ დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დიპლომებს ეხება

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება