სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ “- ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა შამათავამ მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქა
16-09-2022
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. 

მოსწავლეთა და პედაგოგების საზეიმო განწყობაზე დირექტორმა, შორენა შამათავამ იზრუნა. ახალი სასწავლო წელი სკოლაში საქართველოს ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყო.

საზეიმო ღონისძიებაზე ანიმატორებმა სახალისო ნომრებით სკოლის აღსაზრდელებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. პირველკლასელებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები, სახელმძღვანელოები და რვეულები გადაეცათ.

დირექტორმა, შორენა შამათავამ სასკოლო საზოგადოებას და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებმაც ცოდნის სამყაროში შეაბიჯეს სწავლის დაწყება მიულოცა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი. ჩემო პატარებო, განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ უმნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა. გისურვებთ ნაყოფიერ და მშვიდობიან 2022-2023 სასწავლო წელს, ულევ სიხარულსა და წარმატებულ მომავალს.

მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ყველას გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს“, - ვკითხულობთ დირექტორის, შორენა შამათავას მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება