| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხვალ ახალი სასწავლო წელი იწყება. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე ახლდება.
საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის დაწყებას საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რა რჩევას მისცემდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე ენდელაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- პირველკლასელთათვის დღესასწაული მოვაწყოთ. მშობლები და მასწავლებლები ვზრუნავთ იმაზე, რომ სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის ნაკლებად სტრესული, მეტად საინტერესო და სახალისო იყოს.
განსაკუთრებით მომდევნო კლასებში, სიხარულს თან სდევს აღელვება, „როგორ შემხვდებიან კლასელები?“ სკოლის მიმართ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის პოზიცია. ბავშვებს სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი მშვიდად გადააქვთ, განსაკუთრებით თუ ამას ხელს უწყობს მიმღები გარემო.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- იმისათვის, რომ სიახლესთან შეგუება და მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა, პირველი შესვლა კლასში იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და სასიამოვნო, საჭიროა მოვამზადოთ ამისთვის. მომზადების პროცესში კი მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვის სასკოლო მზაობა განსხვავდება და მათი გაცნობის და თავისებურებების გაგების შემდეგ, აუცილებელია აქტივობების დაგეგმვისას მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მიღწევები. როგორც ვივარაუდეთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 75% გრანტის მფლობელია. მათ მოიპოვეს 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტები.
- ისინი უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- კლასის დამრიგებლის როლი გადამწყვეტია მის სადამრიგებლო კლასში მშვიდი, საქმიანი გარემოს შესაქმნელად და მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
კლასის მართვა განისაზღვრება მასწავლებლის ქცევით და კლასის ორგანიზაციული საქმიანობით, რომელიც ქმნის შესაბამის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- გონივრულად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...
- სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას, რათა სპორტის გაკვეთილების ეკოლოგიურად და სუფთა გარემოში ჩატარების საშუალება მოგვეცეს.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი კულტურა არა მხოლოდ მეცნიერულად, არამედ ეთიკურად და ესთეტიკურად.
მასწავლებელმა უნდა შეძლოს ინდივიდუალურად თითოეულს დაუახლოვდეს, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური მახასიათებელი და ყველა მასწავლებელი უნდა მოიქცეს შესაბამისად.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას