სიახლეები
სიახლეები

„მოსწავლეებს ვურჩევდი ბევრი იშრომონ, მშობლებს კი მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოვუწოდებდი“
14-09-2022
-
+


ხვალ ახალი 2022-2023 სასწავლო წელი იწყება. ამ დღისთვის სკოლებში განსაკუთრებულად ემზადებიან. ისინი უკვე კარგად ნაცნობ და ახალ მოსწავლეებს უნდა შეხვდნენ. სამზადისია ოჯახებშიც. ბევრი მოსწავლისთვის ეს დღე ყველასგან გამორჩეულია. საინტერესოა, ერთი დღით ადრე, რას ურჩევენ და უსურვებენ სკოლების დირექტორები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. 

ისინი etaloni.ge-სთან საუბრობენ. 

გრიგორ იობაძე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ მოსწავლეებს ვუსურვებდი, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ისეთ პროექტებში, როგორც არის მაგალითად „ეტალონი“. პროექტებში, რომლებიც იძლევა მყარ ცოდნას, უნარებს ავითარებს და შემდგომ ცხოვრებაშიც გამოადგებათ. მთავარია, ამგვარ აქტივობებში ჩართვა. შემდეგ, აუცილებელია მშობელთა ჩართულობა, მათ თავიანთი შვილები არ უნდა მიატოვონ. ვურჩევდი, რომ ბავშვებს თვალყური ადევნონ, თუ რას აკეთებენ, რას კითხულობენ და რით არიან დაკავებული. ასევე, გაიგონ საით არის მიმართული მათი ცოდნის ვექტორი და შეძლებისგვარად დაეხმარონ. მშობლებმა მათ სწავლისთვის შესაფერისი გარემო უნდა შეუქმნან და საჭირო ნივთებით მოამარაგონ. ზოგიერთი რამ ძვირადღირებულია, მაგრამ აუცილებელია და მშობლებმა ცოტა უნდა გაიჭირვონ.

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მთავარია, რომ მოსწავლეებმა ზაფხული კარგად შეაჯამონ. ბავშვმა სასიამოვნოდ გადახედოს გავლილ დროს და მომავალს იმედის თვალი მიადევნოს. სწავლისთვის დაძაბულად მომზადება საჭირო არ არის. რაც შეეხება სასკოლო საზოგადოებას, წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. სწავლის დაწყების პირველი დღე მაინც განსაკუთრებულია. 15 სექტემბერს ის ბავშვებიც კი მიდიან, ვისაც სკოლა არ უყვართ. მოსწავლეთა და მშობელთა იმედები გამართლებულიყოს. ეს იმედები სწორედ ჩვენ უნდა გავუმართლოთ.

იზოლდა ვაჩეიშვილი, ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის თანამშრომლებს ვუსურვებ, ახალგაზრდობა მომავალი ცხოვრებისთვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად მოამზადონ. ასე მომავალი თაობა განათლებული, კონკურენტუნარიანი და საზოგადოების ღირსეული წევრი იქნება. მშობლებს ვურჩევდი, რომ დაეხმარონ სკოლას, რადგან ჩვენ საბოლოო ჯამში ერთ მიზანს ვემსახურებით. ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი კი აუცილებლად ღირსეული ადამიანი უნდა იყოს. იმ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდების განათლებას ვემსახურებით, უფალმა ჩვენი საქმის კეთილსინდისიერად შესრულება შეგვაძლებინოს. დავლოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, მთლიანად სასკოლო საზოგადოებას. ხვალინდელი დღის გათენებას ოჯახები და პირველკლასელთა მეზობლებიც კი სულმოუთქმელად ელიან. ყველას ვუსურვებ, რომ თავისი მოვალეობა კარგად გაიაზროს.

თამაზ აბესაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობლებსა და მოსწავლეებს, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ პანდემიას გავითვალისწინებთ. გარდა ამისა, მოსწავლეებს კარგ სწავლასა და მომავალს ვუსურვებ. სასწავლო წლის განახლებისთვის აქტიურად ვემზადებით. მე სკოლაში სულ 6 მოსწავლე და 7 მასწავლებელი მყავს, ყველანი ერთი ოჯახივით ვართ.

ვარლამ თაგოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის ორგანიზებულად დაწყებას ვურჩევ. მათ უსაფრთხო გარემოში სწავლასა და ბევრ წარმატებას ვუსურვებ. ხვალისთვის ჩვენც შეძლებისდაგვარად ვემზადებით, უკვე მესამე წელია, რაც სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წელს 22 პირველკლასელი გვეყოლება, ამ მხრივ მატება გვაქვს და ძალიან გვიხარია.

თამაზ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ყველას, რა თქმა უნდა, წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და ბეჯითად ისწავლონ, ყურადღება გადაიტანონ წიგნებზე და არა გასართობ საშუალებებზე. მშობლებს კი ვურჩევდი, რომ სასკოლო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერთონ.

ეთერ ქევხიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კალაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელსა და პირად ცხოვრებას ვუსურვებ. მშობლებს ვურჩევდი, რომ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან აქტიურად ითანამშრომლონ. სწავლის დასაწყებად ვემზადებით, ჩვენთან სხვა სკოლაც გადმოვიდა და სამზადისი გვაქვს.

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ყველა მათგანს სიმშვიდესა და მშვიდობიან ზეცას ვუსურვებ. ასევე, ვუსურვებდი, რომ როგორც თვითონ უნდოდეთ, სწორედ ისე მომზადებულიყვნენ ახალი სასწავლო წლისთვის. სწავლის დაწყებისთვის ჩვენც აქტიურად ვემზადებით, 2 პირველკლასელი გვეყოლება. მათ მშობლებს ვურჩევდი, რომ შვილები სასკოლო გარემოში მისვლას შეაგუონ. პატარები თავისუფლებას არიან მიჩვეული და სკოლაში ადაპტაცია მალე გაევლოთ.

მაია ალექსანდრია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელ და მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებ. ვგულისხმობ ფიზიკურ ჯანმრთელობას, რადგან ამ მხრივ ძალიან ბევრი გამოცდა გამოვიარეთ არამარტო საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ. შედეგად კი მივხვდით, რომ ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ სასწავლო პროცესში ბევრი იშრომონ და ვუსურვებდი, ამ შრომის შედეგის დანახვას. სწავლის განსაახლებლად აქტიურად ვემზადებით.

ასმათ ბერიძე-კოპაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე მათ წარმატებებს, სიახლეების პოზიტიურად მიღებასა და მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებ. მშობლები სიახლეების შესახებ ინფორმირებულები არიან. ვურჩევდი, რომ სკოლებთან ითანამშრომლონ, შვილებსა და პედაგოგებს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ. ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენც აქტიურად ვემზადებით. მთელ სასკოლო საზოგადოებას წარმატებულ და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს ვუსურვებ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯიდლოს მფლობელია

 

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკეთი, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ „ახალი კვირა“ – აღდგომის „განახლება“ ეწოდება
დაინიშნა, ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომელიც სასაფლაოების მიმართაულებით იმოძრავებს
რატომ გავდივართ აღდგომის მეორე დღეს საფლავზე და რატომ ვაგორებთ კვერცხს
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება