სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

Etaloni.ge გთავაზობთ ფილმებს პედაგოგებზე, რომლებიც შაბათ-კვირას განტვირთვის საშუალებას მოგცემთ
22-06-2018
-
+


მასწავლებლობა საოცარი პროფესიაა. 

მას შეუძლია სამყაროს ახალი აინშტაინი, ბეთჰოვენი ან პიკასო აჩუქოს ან თუნდაც, კაცთმოყვარე, გონიერი და წარმატებული მოსწავლე აღუზარდოს სამშობლოს. 

და ზუსტად არავინ იცის, რომელი უფრო მეტად სჭირდება სამყაროს უკეთესობისთვის. 

Etaloni.ge გთავაზობთ ფილმებს პედაგოგებზე, რომლებიც შაბათ-კვირას განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. 

მკვდარი პოეტების საზოგადოება

ფაქტებით გადაჭედილ და შეგრძნებებისაგან დაცლილ სასწავლო სივრცეს მასწავლებელმა კიტინგმა შემოქმედებითი სული შთაბერა. მისი მოწყობილი ლიტერატურული საღამოები მოსწავლეთა ცნობიერებაში გარდატეხად იქცა. 



ოქტომბრის ცა

ფილმი დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე. მეშახტის შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და მასწავლებლის შთაგონებით, საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა.  


  
მონა ლიზას ღიმილი

ფემინისტი მასწავლებლის ისტორია, რომელმაც ქალთა ხელოვნების კოლეჯში შემოქმედებითი გადატრიალება მოაწყო.   



ტალღა 


გიმნაზიის მასწავლებელი რაინერ ვენჯერი არაჩვეულებრივი ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს. ერთი კვირით სკოლის კედლებში ნაცისტური ტერორი გაცოცხლდება, დიქტატურის ქვეშ ცხოვრების უკეთ შესაგრძნობად. მალევე ჩანაფიქრი უკონტროლო ხდება.  



თავისუფლების მწერლები

სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის, კრიმინალური წარსულის მქონე, დაპირისპირებულ მოსწავლეებთან კლასში ახალგაზრდა პედაგოგი შედის და მათ ტოლერანტობას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და ბეჯით მუშაობას ასწავლის. 



რომელ ფილმებს დაამატებდით ამ ჩამონათვალს?  

გაგვიზიარეთ საკუთარი შეხედულება კომენტარებში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება