სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

უნდა იყოს თუ არა სკოლებში ფორმა - დირექტორები მოსწავლეთა „დრესკოდზე“ საუბრობენ
10-08-2022
-
+


სასკოლო ფორმების ტარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმების მეშვეობით ბავშვები თანაბარ პირობებში იმყოფებიან, მეორე ნაწილი კი მას არაკომფორტულად მიიჩნევს.

​აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ფორმის ტარების ვალდებულება არ აქვთ, თუმცა არც აკრძალულია და ზოგი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ამ საკითხს შინაგანაწესით არეგულირებს. საინტერესოა, რას ფიქრობენ საჯარო სკოლების ხელმძღვანელები - უნდა იყოს თუ არა სასკოლო ფორმა? ამ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა მათი კომპეტენტური აზრი მოგვესმინა.

მანონი მამულაიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე არ ვთვლი, რომ ყველასთვის ერთნაირი ფორმა უნდა არსებობდეს, რადგან დღევანდელ მოსწავლეებს სხვადასხვანაირი მოთხოვნილებები და შეხედულებები აქვთ; თუმცა, მიმაჩნია, რომ ბავშვების ჩაცმულობა რაღაცნაირად სკოლაზე მორგებული უნდა იყოს. სტანდარტულ ჩარჩოში შესაძლოა ბავშვი არ მოვაქციოთ, მაგრამ მოსწავლეს მოსწავლეობა უნდა ეტყობოდეს. გარკვეული დრესკოდი შესაძლოა არსებობდეს, რომელიც ბავშვების გემოვნებას თუ მოთხოვნებს არ შეავიწროებს და ამავდროულად, სკოლაში შესაბამისად სიარულის პასუხისმგებლობა ექნებათ.

სასკოლო ფორმის დადებით მხარეში შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ ბავშვებს შორის სოციალური სხვაობა აღარ იქნება. არის შემთხვევები, ბავშვის ოჯახს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი უყიდოს, რა დროსაც შესაძლოა გარკვეული კომპლექსები გაჩნდეს. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს, რომ ისე გამოიყურებოდეს და ჩაიცვას როგორც სურს.

ჩვენი დროის ხალხისთვის სასკოლო ფორმა აუცილებელიც კი იყო. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით კიდეც, ვის უფრო თეთრი პერანგი ჰქონდა. მაშინაც შესაძლებელი იყო სასკოლო ფორმა მცირედი განსხვავებებით შეგვეკერა.

ვერა ქოჩიაშვილი, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე 60 წელზე მეტის გახლავართ და ჩემს მოსწავლეობაში ფორმა უსიამოვნო იყო, გასახსენებლად კი სასიამოვნო გახლავთ... ამ შემთხვევაში, თუკი თავად მოსწავლეებს ექნებათ ფორმის ტარების სურვილი, ჩემთვისაც მისაღები იქნება, მაგრამ იმის გამო, რომ შესაძლოა სასკოლო ფორმამ ზოგიერთ ბავშვს გარკვეული კომპლექსები გაუჩინოს, სწორად არ მიმაჩნია... კომპლექსში კი რას ვგულისხმობ - ისეთ სასკოლო ფორმას ვერ მოვიწონებ, რომელშიც მოსწავლე თავისუფლად ვერ იგრძნობს თავს. ჩემს მოსწავლეობაში ფორმის მიმართ პროტესტი არ მქონია, მაგრამ რუტინული და მოსაბეზრებელი კი იყო, რომ ყოველდღე ერთი და იგივე ტანსაცმლით გვიწევდა სიარული. ახლანდელი გადმოსახედიდან კარგი იყო, თუმცა იმ დროს სხვაგვარად ვფიქრობდი.

ბადრი გელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, სასკოლო ფორმების ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ მშობლების და ბავშვების აზრის გათვალისწინებაა საჭირო. სასკოლო ფორმებს ის დადებითი მხარე აქვს, რომ სკოლაში ყველა მოწესრიგებული მოვა და ბავშვებს ერთგვარ სტიმულს გაუჩენს, როდესაც თანაბარ პირობებში იქნებიან. უარყოფითი კი ის არის, რომ მოსწავლეს ფორმა ერთი ან ორი ხელი მაინც უნდა ჰქონდეს და ზოგი ოჯახიდან სკოლაში სამი ბავშვიც კი დადის. აღნიშნული მხარე შესაძლოა ოჯახებს ფინანსურად დააწვეს. 

მე პირადად საბჭოთა პერიოდში მომიწია სწავლა და ყელსახვევიც კი მაქვს ნატარები. დისკომფორტს ფორმის გამო ნამდვილად არ ვგრძნობდი, მომწონდა, ყველა ერთნაირად რომ  გამოვიყურებოდით.

კოტე გოგიაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასკოლო ფორმა, ჩემი აზრით, სასურველია იყოს, მაგრამ არა აუცილებელი. სასკოლო ფორმასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარე, მაგალითად, მშობლების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ბავშვს შესაძლოა ერთზე მეტი ფორმა დასჭირდეს. მართალია, სასკოლო ფორმა სხვადასხვა ფაქტორებს გადაჭრის, ყველა თანაბარ პირობებში იქნება, მაგრამ უარყოფითიც აქვს. ჩემ დროს სასკოლო ფორმის ტარება აუცილებლობით იყო განპირობებული, თუმცა სასკოლო ფორმების შესახებ მაშინაც არსებობდა სხვადასხვა აზრი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება