| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ.
სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ჩატარდა მხიარული სტარტები, მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთსა და ფრენბურთშიც შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, მათ ასფალტი მოხატეს, მოეწყო ნახატების გამოფენა და ინტელექტუალური თამაშიც.
დღის ბოლოს, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
სკოლამ ბავშვთა დაცვის დღე ყველა მოსწავლეს მიულოცა.
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, ეს დღე მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული და მთლიანად ბავშვებს მიეძღვნა. ყველა ბავშვის სახეს ღიმილი ამშვენებდა, მათი თვალები დიდ მადლიერებას გამოხატავდა.
გილოცავთ, ჩვენო პატარებო, კიდევ ერთხელ ამ ლამაზ დღეს, მშვიდობიან, ბედნიერ ქვეყანაში გეცხოვროთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ