სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაფნა - კეთილდღეობის წყარო“- კვირიკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
12-07-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში 4 ივლისს პროექტის „დაფნა - კეთილდღეობის წყარო" პრეზენტაცია გაიმართა.

ის სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია შემოქმედის თემში დაფნის კულტურის პოპულარიზაცია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეების კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებით, თემის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. 

პროექტი საგნების - ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, სახვითი ხელოვნება, ისტორია, მოქალაქეობა, გეოგრაფია, უცხო ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები - ინტეგრირებით განხორციელდა.

მოსწავლეებმა საკუთარ თემში დაფნის კულტურის გავრცელების არეალი, მცენარის მოვლის თავისებურებები, სარგებლიანობა, გამოყენების არსებული პრაქტიკა, დაფნის დარგვა-რეალიზებასთან დაკავშირებული ხარჯები, პოტენციური მოგება და სხვა ფაქტორები გამოილკვლიეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

პრეზენტაციას „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ხელმძღვანელი მარინა თოფურია, ორგანიზაციის წევრები, თემის წარმომადგენელი, ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი, ფასილიტატორები, მშობლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

სასკოლო ინიციატივა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის" (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" (Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia) და „უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად განხორციელდა.

„მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში, მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, შეიქმნა კომპანიის ლოგო, დამზადდა პროდუქტის შესაფუთი ყუთები. ასევე, დაფნასთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის წარმართვისა და პოტენციური სარგებლის შესახებ ინფორმაცია მოზარდებმა გაავრცელეს საკუთარ თემში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება